ზვიად კორძაძე: ამ საქმეს არაფერი აქვს საერთო ფულის გათეთრებასთან

თბილისი (BPI) – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეს ფულის გათეთრებასთან ამ საქმეს საერთო არ აქვს.

ზვიად კორძაძე პროკურატურიდან გამოსვლისა და ბრალის დადგენილების გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ის რაც ბრალდებაში წერია პროკურატურის დაცინვაა. 

“ამ ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, ფულის გათეთრების თაობაზე, არაფერი საერთო ფულის გათეთრებასთან არ აქვს. სტუდენტებს ასე ვასწავლი და კოდექსში ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული ეს მეორე კურსის პროგრამაა სტუდენტებისთვის, ამას ვინც ვერ გასცდება, მესამე კურსზე ვერ გადადის,” – ამბობს ზვიად კორძაძე.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …