ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ
პერიოდში ფასების 1.6 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის
პროდუქციის ჯგუფზე.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი შემცირდა 21.1
პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე
ფასები შემცირდა 27.9 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 19.2 პროცენტით,
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე 27.7 პროცენტით, ხოლო
წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების
ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 27.3 პროცენტიანი კლება.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …