ეროვნულმა ბანკმა ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო მიდგომები განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლებს გაუზიარა

ქართული საზედამხედველო მიდგომებისა და პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ინიციატივით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრა განვითარებადი ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი და საზედამხედველო ორგანოებისთვის იყო განკუთვნილი და 25 ქვეყნის ფასიანი ქაღალდების რეგულატორის 90-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, როგორც ევროპის, ისე აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან.

ქართველმა ზედამხედველებმა სხვა ქვეყნების მარეგულირებლებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის საზედამხედველო პრინციპები გაუზიარეს და მათი განვითარების გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა განიხილეს განვითარებადი/მცირე ზომის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი გამოწვევები ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით, მათ შორის, უნივერსალური საბანკო სისტემის მქონე ქვეყნებზე მორგებული კორპორაციული მმართველობის/ეთიკის პრინციპები და მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტების რეგულირების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმომწერი და IOSCO – ს მუდმივი წევრი 2021 წლის დეკემბერში გახდა. IOSCO – ს მუდმივი წევრობა კი ერთი მხრივ ხელს შეუწყობს ინვესტორების ნდობისა და ინტერესის ზრდას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმართ – მეორე მხრივ კი, აამაღლებს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორის რეპუტაციას.

შემთხვევითი სიახლე

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ …