ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2018 წელს 11 013 ლარი იყო

თბილისი (BPI) – ერთ სულ მოსახლეზე 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 345 დოლარია (11 013 ლარი), ეს მაჩვენებელი 2017 წელს – 4 046 დოლარი ( 10 152 ლარი) იყო, – მონაცემები „საქსტატმა“ გამოაქვეყნა.

საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,7%-ით გაიზარდა.

“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, დეფლატორის ზრდის მაჩვენებელი 3,6%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში 16,207 მლრდ დოლარია ( 41,077 მლრდ ლარი).

შემთხვევითი სიახლე

კახა კალაძე მოადგილეებისა და ვიცე-მერისთვის ხელფასების გაზრდას უარყოფს

თბილისი (BPI) – დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის …