„ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რეგიონებში, სადაც უხვმა ნალექმა ელექტროენერგიისა და გაზსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, „ენერგო პრო ჯორჯია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“ ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.

„ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მაღალმთიან რეგიონებში გამოიწვია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის დაზიანება. კომისია ჩართულია და მონიტორინგს უწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სამუშაოებს. უწყვეტად გრძელდება სამუშაოები, გზების გაწმენდისთანავე კომუნალური კომპანიები იწყებენ ინფრასტრუქტურის შესაბამის აღდგენით სამუშაოებს. უკვე აღუდგა მომარაგება ბევრ აბონენტს გურიაში, აჭარაში, ასევე იმერეთის მაღალმთიან რაიონებში“,  – აღნიშნა დავით ნარმანიამ პრეს კლუბ „მთავარში“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კომუნალური კომპანიები მოსახლეობას სმს შეტყობინებების სახით პერიოდულად აწვდიან ინფორმაციას, თუ სად დაფიქსირდა ავარიები, რა პერიოდში მოხდება მისი აღმოფხვრა და როდის აღდგება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება.

 

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …