„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა“ ელექტრომომარაგების გამორთვის სიხშირე გააუარესეს

 

სემეკის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ „ენერგო-პრო” და „თელასი“ 2022 წელს ელექტროენერგიას შედარებით ხშირად და ხანგრძლივად თიშავდნენ. უფრო კონკრეტულად, გასულ  წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით გააუარესა. სემეკის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ გასულ წელს 67%-ით გააუარესა SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი. გაუარესების ტენდეციაა „თელასის“ შემთხვევაშიც, კერძოდ, 2022 წელს  ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა გაუარესდა 15%-ით, ხოლო SAIFI-ის მაჩვენებელი 1.7%-ით.

„კომისიის თავმჯდომარის 2019 წლის 6 მარტის №133 ბრძანებით შექმნილმა „ელექტრომომარაგების საიმედოობის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა“ შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები, საიდანაც დაადგინა, რომ სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2022 წელს გააუარესა SAIDI-ს მაჩვენებელი (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო ხანგრძლივობა) 54%-ით და SAIFI-ს (ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვის საშუალო სიხშირე) მაჩვენებელი – 67%-ით, ხოლო სს „თელასმა“ SAIDI-ს მაჩვენებელი გააუარესა 15%-ით და SAIFI-ს – 1,7%-ით“ვკითხულობთ სემეკის ანგარიშში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …