ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი „დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ დებატების ეროვნულ ტურნირში ჩაერთო, რომელიც ხორციელდება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დებატების კლუბები, რომლებიც იმსჯელებენ საქართველოში სასმელი წყლის საკითხებზე. დებატების ტურნირის ფინალური ეტაპი 27-28 ივნისს გაიმართება.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და დებატებში მონაწილეთა ინფორმირებულობისათვის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თემურ ლოჩოშვილმა წყალმომარაგების რეგულირების საკითხები გააცნო პროექტის 800-ზე მეტ მონაწილეს, რომლებშიც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.
წყალმომარაგების საკითხებზე მოდებატეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ დამატებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეებს წყალმომარაგების სატარიფო პოლიტიკასა და ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიას გააცნობენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

პირველად საქართველოში პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, 2023 წლის 19 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით ქვეყანას ეწვევიან „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ პარტნიორი დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლები ლატვიიდან.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …