ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკითხებზე ახალ სასწავლო კურსს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე: „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“.  სასწავლო კურსის ავტორები  არიან  ცენტრის გუნდის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი თეორიული ცოდნა და რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება.

კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის,  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველა იმ დაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ,  ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.

კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებას ელექტროენერგეტიკის რეგულირების  მექანიზმების სხვადასხვა  თეორიულ და პრაქტიკულ  საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები.

კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი რეგულირების საკითხებზე.

სასწავლო კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 25 აპრილი. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს:  https://entc.ge/ka/application_form

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …