ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, მათ შორის:

• სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარამდე, საიდანაც:

შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებაზე მიიმართება 200,0 მლნ ლარი;

სამელიორაციო სისტემებზე 95 მილიონი ლარი;

გრძელვადიანი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე – 35 მილიონი ლარი;

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე – 25 მლნ ლარი;

აგროდაზღვევაზე – 12 მილიონი ლარი;

სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი;

რთველის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი;

სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება – 40 მლნ ლარამდე;

• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 310 მილიონი ლარი, მათ შორის:

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ – 205 მილიონი ლარი;

საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 55 მილიონი ლარი;

ინოვაციების ხელშეწყობა – 20 მილიონი ლარი;

ტურიზმის ხელშეწყობა – 30 მილიონი ლარი.

შემთხვევითი სიახლე

29 ივლისს თბილისს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი ეწვევიან, რომლებიც Executive Leadership Workshop-ს ჩაატარებენ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში გაიმართება Executive Leadership Workshop – ერთდღიანი …