ეკონომიკის სამინისტროს სერვისცენტრებში დეზინფექცია ტარდება

თბილისი (BPI) – უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ერთიანი მომსახურების  ცენტრებში  სადეზინფექციო სამუშაოები  დაიწყო

პრევენციული  ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ოფისები, საქართველოს ფოსტის სერვისცენტრები, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოქალაქეთა მისაღები, ასევე მიმდინარეობს დეზინფექცია წიაღის ეროვნული სააგენტოს, სტანდარტების და მეტროლოგიის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ყველა იმ უწყების  სივრცეებში, სადაც მოქალაქეთა მომსახურების სერვისები მოქმედებს.

ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის უწყებებში სადეზინფექციო სამუშაოები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით  ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …