დეპოზიტარები თიბისის და საქართველოს ბანკს COVID-ის პირობებშიც ენდობიან

თბილისი (BPI) – მარტის მცირედი მატების შემდეგ, საბანკო სექტორს აპრილში დეპოზიტები შეუმცირდა, რაც მეანაბრეთა თავდაცითი ქცევით არის განპირობებული. საცალო დეპოზიტარების ნაწილმა ლარის დანაზოგი დოლარსა და ევროში გადაიტანა, ზოგმა კი დასახარჯად გაიტანა.

პორტფელის მატება ძირითადად კურსის ეფექტია, დოლარის 2.7-დან, 3.2 ლარამდე გამყარების და ლარის ანაბრების დოლარში კონვერტირების ხარჯზე.

აპრილში ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხები 1.7%-ით შემცირდა.

ფიზიკური პირების დანაზოგების 78%  2 სისტემურ  ბანკშია. თიბისის პორტფელი აპრილში 1.07%-ით შემცირებულია, საქართველოს ბანკის 1.7%-ით

 

01.05.2020 (₾)
საქართველოს ბანკი 6,408,514 მლრდ
თიბისი ბანკი  6,085,085 მლრდ
ლიბერთი ბანკი 1,190,769 მლრდ
ვითიბი ბანკი 0.553 მლრდ

წყარო: კომერციული ბანკები

COVID-ით დაპაუზებამ სისტემა მარტში 940 მლნ -ით აზარალა, აპრილში 80 მილიონ მოგებაზე გასვლა მაინც შეძლო.

შემთხვევითი სიახლე

გენადი არველაძე: საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალურ და პროგნოზირებად სავაჭრო რეჟიმს, რაც ქმნის მყარ საფუძველს გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის

„საქართველო აგრძელებს ეკონომიკურ განვითარებას სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, მათ შორის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო …