დავით ნარმანიას საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისათვის პერსონალური ჯილდო გადაეცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბიზნეს – საინვესტიციო ფორუმში (WBAF), სადაც სიტყვით წარდგა და ისაუბრა საქართველოში საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობ მექანიზმებსა და რეგულირების საკითხებზე. ფორუმის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერისათვის მას პერსონალური ჯილდო გადაეცა.

მომავალი თაობის განათლებაში შეტანილი წვლილისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერისათვის დავით ნარმანიას სხვადასხვა პერიოდში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. იგი  არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი  დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი.

დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. იგი არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48 ნაშრომის თანაავტორი, დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …