გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ რადიო „კომერსანტზე“ – რომ არაფერი გამოგრჩეთ

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

ბიზნეს ინსაიდერის თანახმად, ინვესტორების ვარაუდით, 94%-იანი რისკი არსებობს, რომ რუსეთი დეფოლტს გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა უცხოურ ვალუტაში ანგარიშები დაუბლოკა.

როიტერის თანახმად, რუსეთში ინფლაცია 16.7%–მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ.

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი წერს,რომ აშშ-მა კიდევ ორ რუსულ სახელმწიფო საწარმოს დაუწესა სანქციები  და აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს ზეწოლას პუტინზე, უკრაინაში მის მიერ ჩადენილი სისასტიკის გამგო.

ინსაიდერის თანახმად, რუსეთის პრემიერი მიშუსტინი ამბობს, რომ „სანქციების შტორმმა ვერ ჩაძირა რუსეთის ეკონომიკა“.

პრეზიდენტი ბაიდენი წერს, რომ მან გასულ კვირას დააანონსა ნავთობის დიდი რაოდენობის  რეზერვების გახსნადა. ასევე აცხადებს, რომ დღეს მას შეუერთდა დანარჩენი მსოფლიო და 240 მილიონი ბარელი მიეწოდება მსოფლიო ბაზარს, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს შეეძლებათ ფასები გააიაფონ.

პოლონეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი წერს, რომ უკრაინის აღდგენას ესაჭიროება ვალების ჩამოწერა და დახმარება ევროკავშირისა და ჩინეთის მხრიდან. მას ჩინეთის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია სამშენებლო ინდუსტრიასა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ADB აცხადებს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, მიუხედავად გაზრდილი ექსპორტისა და გაზრდილი ფისკალური მხარდაჭერისა. ეს შენელება ძირითადად შიდა მოთხოვნის კლებით არის გამოწვენული. შესაბამისად, აზიის განვითარების ბანკის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკა შენელდება მიმდინარე წელს და  ეს პროცესი 2023 წელსაც გაგრძელდება.

ბიზნეს ინსაიდერის მიხედვით, ჩინეთი იყიდის რუსულ ენერგოპროდუქტებს საკუთარ ვალუტაში იუანში. შეთანხმება უკვე შედგა რუსეთთან, ანუ პეკინი არ გამოიყენებს სხვა ვალუტას, არც რუსულ რუბლს და არც ამერიკულ დოლარს, რომლითაც დღემდე ახდენდა ანგარიშსწორებას.

ინსაიერის თანახმადვე, რუსეთში ოპერირების გაჩერების შემდგომ, გიგანტური ნავთობკომპანია შელი $5 მილიარდამდე ღირებულების აქტივებს ჩამოწერს.

FT – ბრიტანელი ბიზნესმენების ნახევარზე მეტი თვლის, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომ ისინი  ორმაგი დილემის წინაშე არიან, რომელიც გაზრდილ ფასებსა და დაბალ გაყიდვებთანაა დაკავშირებული.

ინსაიდერი – ზოგიერთი ექსპერტი სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ ოლიგარქების გავლენას კრემლზე. ისინი აღნიშნავენ, რომ თუ პუტინი განაგრძობს ომს უკრაინაში, მაშინ ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ოლიგარქების სანქციები იყო მხოლოდ პიარ გაკვეთილები.

ინსაიდერი ასევე საექსპერტო მოსაზრებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობის ხელში  ოლიგარქები რუსეთში არიან ერთგვარ ტყვეობაში, ისინი მთავრობაზე არიან დამოკიდებულები, ისინი არ არიან საკმარისად გავლენიანები, როგორიც პუტინია, მაგრამ მათ აქვთ საკმარისი გავლენა სხვებზე – იყვნენ ექსპლუატატორები.

აქვე ბიზნეს ინსაიდერი ექსპერტებთან ერთად მიმოიხილავს იახტების მნიშვნელობას რუსი ოლიგარქების ცხოვრებაში. ისინი ასკვნიან, რომ რუსი ოლიგარქებს იახტას მხოლოდ ძვირადღირებული  ცხოვრების მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ასევე მათი სტატუსის დამამკვიდრებელი რუსულ ელიტაში – ,,დიდია იახტა – დიდია სტატუსი“ – აღნიშნავენ ექსპერტები.

აშშ-ის ხაზინის მდივანი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრულმა ვალუტამ, ხელი უნდა შეუწყოს დოლარის გლობალურ დომინირებას.

მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი ტვიტერზე წერს: მსოფლიოში სურსათზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის აუცილებელი ხდება კვებითი და სასურსათო უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღარიბი  მოსახლეობა სულ უფრო მეტ თანხას ხარჯავს საკვებ პროდუქტებზე, თუმცა ხშირად ეს არ არის საკმარისი და ისინი ვერ ახერხებენ ყველაფრის შეძენას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე ტვიტერზე წერს, რომ განსაკუთრებული (უიმედო) დავალიანების ან დავალიანების მაღალი რისკის მქონე ქვეყნების გაორმაგდა და  საერთო მაჩვენებლის 60%-მდე შეადგენს, 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

FT: დიდ ბრიტანეთში 2028 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი უნდა იყოს მთლიანად ელექტრო მანქანები.

ბიზნეს ინსაიდერი აქვეყნებს კვლევას, სადაც ნაჩვენებია, რომ კოვიდის შემდგომ პერიოდში საინვესტიციო ბანკირების 17% ამბობს, რომ დაუბრუნდებოდა ოფისში სამუშაოს. 32% ამბობს, რომ ურჩევნია სახლიდან იმუშაოს.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …