ბიზნესომბუდსმენი ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1 წლიანი მორატორიუმის ამოქმედების მომხრეა

თბილისი (BPI) – ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობიმპორტიორი კომპანიების   წარმომადგენლები  და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან  საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო5-ის ტიპის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე ქვეყანაში დიზელის საწვავზე მოქმედი ხარისხობრივი ნორმები ევრო4-ის სტანდარტს შეესაბამება. ამასთან, აზერბაიჯანიდან იმპორტირებული დიზელის საწვავი ევრო4-ის სტანდარტია და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ევრო5-ის ტიპის დიზელის საწვავის წარმოებას 2021 წლიდან გეგმავს. შესაბამისად, რეგულაციის  2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედების შემთხვევაში 2020-2021 წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტი  სრულად შეიზღუდება. აღნიშნულის გათვალისწინებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მოთხოვნა  გამოცხადდეს 1 წლიანი მორატორიუმი ადგილობრივ ბაზარზე ევრო 4-ის სტანდარტის დიზელის საწავავის გამოყენების თაობაზე.

„შეხვედრაზე წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს განხილვები  დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების ვადის კორექტირებასთან დაკავშირებით. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში აღინიშნა. მათ შორისაა იმპორტის მოცულობა, 40% ია ბაზარზე  პროდუქტის წილი, რომელიც იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და რეგულაციის  2020 დან ამოქმედებით იმპორტის ეს ნაწილი სრულად  იზღუდება. არის ასევე შეფასებები, რომელიც უკავშირდება ემისიებს, ავტო პარკის ტექნიკურ მახასიათებლებს და ფასთა შორის სხვაობის საკითხები. ჩვენს აპარატს მხარდაჭერისთვის მომართა ნავთობიმპორტიორთა კავშირმა და კომპანია „სოკარმა“. ჩვენ ვამუშავებთ რეკომენდაციას, სადაც  ავსახავთ კერძო სექტორის მოთხოვნისადმი ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ინფორმაცია რომელიც ბიზნესისგან დღეს მოვისმინეთ ვფიქრობ ქმნის საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ეს საკითხი მაღალ დონეზე იქნას განხილული და შესაბამისად  მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ „ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …