ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სასტუმრო კომპლექსებისა და საცურაო აუზების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა დაიწყო

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სასტუმრო კომპლექსებისა და საცურაო აუზების გეგმიური, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.
➢ შემოწმებას სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.
➢მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება სასტუმროს ნომრების, გასახდელებისა და სველი წერტილების ჰიგიენური ნორმები; აგრეთვე კვებისა და სამრეცხაო ბლოკი. საცურაო აუზის ფუნქციონირების შემთხვევაში, წყლის სინჯებზე ტარდება ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …