ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულშია

თბილისი (BPI) – ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულში შევიდა, ბანკის აქტივები 1,561 მლრდ ლარია.

2019 წლის განმავლობაში, ბანკის საზედამხედველო კაპიტალი თითქმის 25 მლნ-ით გაიზარდა, რის შემდეგაც, 1 სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი გაიზარდა 18.17%-მდე, საკრედიტო პორტფელი კი 946,225,407 ლარია.

ბაზისბანკი, მოღვაწეობის 26 წლის მანძილზე, არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი.

2018 წლის ბოლოს, ბაზისბანკის ჯგუფს შეემატა ახალი შვილობილი კომპანიები: სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“ და სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“. ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს უწყობს ბაზარზე ბაზისბანკის წილის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი.

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა

მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …