არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირების დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსრიდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სებ ავრცელებს.

როგორც ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს  საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად.

 

„რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა.

 

მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოებისგან. ამავდროულად, ვთხოვთ, მომხმარებლებს გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და ვალუტა გადაცვალონ მხოლოდ რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში, ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწერონ – cp@nbg.gov.ge“, – აცხადებენ სებ-ში.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …