თბილისი (BPI) – Wizz Air-ი საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე 2019 წლის ავიაკომპანიად დასახელდა. ეს ერთადერთი საერთაშორისო პრიზია, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის ყველა ძირითად კატეგორიას შორის საუკეთესოს ენიჭება.
2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება საბერძნეთში, კერძოდ იკალიში გაიმართა.
“დღეს Wizz Air-ი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას აღნიშნავს. პატივი გვაქვს დასახელებული ვიყოთ წლის ავიაკომპანიად. ეს ჯილდო ვიზის გუნდის დიდი შრომის, ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობისა და ნდობის და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერის შედეგია. Wizz Air-მა ყველა ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობა მოიტანა – ეფრინათ ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოს გარშემო და ეს ჯილდო კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. Wizz Air-ი განაგრძობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მუშაობის პროცესში და უზრუნველყოფს შესაძლებლობას ყველასთვის, რომ ცხოვრება მოგზაურობით უფრო სრულყოფილი და ლამაზი გახადონ“, აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სტივენ ჯონსი.
“საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვება ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვაღიაროთ და დავაფასოთ საუკეთესო ავიაკომპანია და მათთან ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება. ვულოცავ Wizz Air-ს ამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას“, – განაცხადა 2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვების პრეზიდენტმა დოქტორმა კოსტას იატრომ.