რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი – პრემიერი

ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი.

„კარგად იცით, რომ რამდენიმე თვის წინ მე და ბატონმა ზურა აზარაშვილმა დავიწყეთ ძალიან საინტერესო პროცესი, რეფორმა, პირველი ეს უკავშირდებოდა მედიკამენტების ფასების შემცირებას. მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება მაღალი ფასები მედიკამენტებზე, თუმცა პრაქტიკულად უკვე ამოწურულია ეს საკითხი, მოგვარებულია. გახსოვთ ალბათ, როდესაც დავიწყეთ საუბარი, დიდი ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან, ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამებიც, უსამართლო კრიტიკაც, სკეპტიციზმიც, ძალიან ბევრი ოპონენტისგან, რომ ეს მიუღწეველი იყო, შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და ძალიან მალე, მას შემდეგ რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფიან მედიკამენტებს, დაიწყო ამ მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი დაახლოებით 200-მდე მედიკამენტი, ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. თორე ბუნებრივია, ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ რაც ყველაზე მოთხოვნადი იყო, სწორედ, მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება. ამიტომ დღეს, ჩვენი მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის ასობით დასახელები მედიკამენტი, როგორც აღვნიშნე, ბევრად იაფად, 60-70%-ით ნაკლებ ფასად იყიდება, ვიდრე მანამდე იყო.

ასევე მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი, ვალდებულია მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. ესეც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, და ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ზოგადად ფარმაცევტული სფერო იყოს მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე სამართლიანი ფასები დავაწესოთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …