ვიქტორ ყიფიანი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.

მხარეებმა ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და მათ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ორი ქვეყნის კულტურისა და აკადემიურ წრეებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა, აგრეთვე ისრაელისა და საქართველოს ანალიტიკურ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობა ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით.

შეხვედრის დროს ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა და ვიქტორ ყიფიანმა მიმდინარე ადგილობრივი და რეგიონში განვითარებული მოვლენები განიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

შემთხვევითი სიახლე

რუსთავის წყალმომარაგების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

რუსთავის წყალმომარაგებისა და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის …