Viber-ის არხები: ბოლო განახლებები და სასარგებლო ფუნქციები

2022 წლის გაზაფხულზე, Rakuten Viber- მა, გლობალურმა ლიდერმა პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციების სფეროში, კონტენტის შემქმნელებისთვის, ძირითადი განახლებებები დააანონსა, რაც გულისხმობდა არხებში სტატისტიკის, კომენტარების, ავტომატური გამოქვეყნებისა და სხვა ფუნქციების დამატებას. აღნიშნული ფუნქციები დაეხმარა სხვადასხვა ბრენდებს, ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებსა თუ ბლოგერების, რომ აუდიტორიასთან კომუნიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი და ეფექტური გამხდარიყო. შედეგად, კონტენტის შემქმნელებსა და მესენჯერის მომხმარებლებს შორის, არხებისადმი ინტერესი გაიზარდა.

იმ ფუნქციების სია, რომლებიც არხებში გასული წლის განმავლობაში გამოჩნდა:

  1. საჯარო არხებზე, კონკრეტულ პოსტში ბმულის დამატება. ამ ბმულის გაზიარება შესაძლებელია, როგორც Viber-ში, ასევე მესენჯერის გარეთ.

პოსტის ბმულის კოპირება შესაძლებელია როგორც ტელეფონიდან (iOS/Android), ასევე კომპიუტერიდან. ამისათვის თქვენ უნდა შეხვიდეთ Viber-ში და იპოვოთ სასურველი არხი. მობილურ ვერსიაში, დააჭიროთ დიდხანს პოსტს და მენიუში აირჩიოთ “Copy link”, კომპიუტერულ ვერსიაში კი, უნდა დააწკაპუნოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით პოსტზე და შემდეგ აირჩიოთ “შეტყობინების ბმული”. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია მხოლოდ საჯარო არხებისთვის.

  1. ავტომატური გამოქვეყნება. ამ ფუნქციის დახმარებით შეგიძლიათ ავტომატურად გააგზავნოთ არხებზე შეტყობინება.  ეს საშუალებას გაძლევთ წინასწარ დაგეგმოთ კონტენტის განთავსება და ამით არხის მართვის რესურსი დაზოგოთ. ავტომატური გამოქვეყნების გამოსაყენებლად, თქვენ უნდა მიიღოთ ვერიფიკაციის ნიშანი. ნიშანის მისაღებად არხის პარამეტრებში უნდა აირჩიოთ პუნქტი „დეველოპერებისთვის“ და გახსნილ ფანჯარაში დააკოპიროთ უნიკალური გასაღები. ფუნქცია მხოლოდ სუპერადმინებისთვისაა ხელმისაწვდომი.
  2. კომენტარები კონკრეტული პოსტის ქვეშ. ამ ფუნქციის საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ დატოვონ კომენტარები თითოეული პოსტის ქვეშ და სხვა წევრებთან ერთად განიხილონ შინაარსი. კომენტარების ჩართვა შესაძლებელია თითოეული პოსტის ქვეშ, ინდივიდუალურად და არა მთელი არხისთვის. ფუნქციის ჩართვა ან გამორთვა შესაძლებელია არხის სუპერადმინის მიერ, მისი შეხედულებისამებრ.
  3. არხებს შორის სწრაფი გადასვლა. როდესაც კითხულობთ ბოლო პოსტს გახსნილ არხზე, შეგიძლიათ სწრაფად გადახვიდეთ შემდეგი არხის წაუკითხავ პოსტებზე. არხის ბოლოში, როდესაც მომხმარებელმა ბოლო პოსტამდე მივიდა, უნდა აწიოს არხი და დააწკაპუნოს სიაში იმ შემდეგი არხის სახელსა და ლოგოს, სადაც წაუკითხავი შეტყობინებებია – და ის დაუყოვნებლივ აღნიშნულ არხზე აღმოჩნდება.

Viber არხები ეფექტური და სასარგებლო ინსტრუმენტია ბლოგერებისთვის, მედიისთვის, კონტენტის შემქმნელებისთვის, კომპანიებსა და ბრენდებისთვის, რათა დაამყარონ ურთიერთობა აუდიტორიასთან, გააზიარონ ახალი ამბები, მოიზიდონ ახალი მომხმარებლები, უკეთ გაიგონ მათი ინტერესები და მიიღონ საინტერესო იდეები.

Rakuten Viber-ის შესახებ

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურ მომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩატი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები და განახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციების გაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერი შეტყობინებების და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.