ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვიდან დაიწყება

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 98 000 ჰა ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვიდან დაიწყება. 2024 წლისათვის კი, ტყის მართვის ათწლიანი გეგმები მომზადდება.
ტყის ინვენტარიზაციასა და მიწათსარგებლობათან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ინვენტარიზაციის პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორებიც ჩაერთვებიან.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 2 თვეში მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 350 ათასი ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, …