TOP-5 მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან

თბილისი (BPI) – ქუთაისიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა. საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების განმარტებით, იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, დატვირთულობის მიხედვით, ვენა იყო, შემდეგ კი პრაღა.

საქართველოს გაერთიანებული აეროპორტები იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისიდან დატვირთულობის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების TOP-5-ს აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:

  1. ვენა
  2. პრაღა
  3. ათენი
  4. მემინგენი/მილანი
  5. რომი

აღსანიშნავია, რომ TOP-5-ში მოხვედრილ მიმართულებებს ავიაკომპანია Wizz Air ემსახურება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …