აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება

სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს.

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა.

„სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და ამ მიმართულებით, ბიუჯეტის კორექტირების დროს 800 000 ლარი გამოიყოფა . ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …