დავით ნარმანიამ ქ.გორის მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებები გააცნო

6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ.გორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელი კომისიის როლი და ფუნქციები. მან დეტალურად ისაუბრა სემეკის მიერ შემუშავებულ რეგულაციებზე, რომლის მიზანიცაა მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.
9-16 მარტს, მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის ორგანიზატორები არიან სემეკი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, კომუნიკაციების კომისია და სურსათის ეროვნული სააგენტო.
კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …