უკრაინაში ომი მსოფლიოს ნაწილს შიმშილით ემუქრება – უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრო

უკრაინიდან ექსპორტის შემცირების გამო ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლოა შიმშილობა მოხდეს. ამის შესახებ უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოადგილემ ტარას ვისოცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ბოლო წლებში მარცვლეულის მიმწოდებლების ხუთეულშია, ამიტომ ხორბლის, ქერის და სიმინდის მიწოდება ბევრ ქვეყანაში მასზეა დამოკიდებული. უკრაინა ასევე არის მზესუმზირის ზეთის პირველი მიმწოდებელი, სოიოს, ფრინველის ხორცის, თაფლისა და რძის პროდუქტების მნიშვნელოვანი მიმწოდებელი.

„თუ გადახედავთ უკრაინულ პროდუქტებზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ რეგიონებს, ეს არის ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკის ჩათვლით… ეგვიპტე არის უკრაინული პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი, ჩვენ ასევე აქტიურად ვაწვდით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, კერძოდ, ინდონეზია, კორეა, ჩინეთი…“ – აღნიშნა ვისოცკიმ.

მისივე თქმით, თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შეუძლიათ დროებით ორიენტირი სხვა პროდუქტებზე გააკეთონ, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები რეალურად ექსკლუზიურად უკრაინიდან მიწოდებაზე არიან დამოკიდებულნი.

„ერთ თვეზე მეტია პორტები დაბლოკილია, დაბლოკილია არა მხოლოდ მარცვლეულის ექსპორტი, არამედ ხორცპროდუქტები, კერძოდ, საქონლის ხორცი, ფრინველის, კვერცხის, რძის პროდუქტები. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დეფიციტი და მართლაც შიმშილი შესაბამის ქვეყნებში“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

ვისოცკიმ დააზუსტა, რომ უკრაინა ქმნის მზესუმზირის ზეთის ექსპორტის 55%-ს. ამავდროულად, ჩინეთისა და ინდოეთის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებიც მსხვილი იმპორტიორები არიან. ამიტომ, უკრაინული მარაგების გარეშე, გლობალური დეფიციტი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …