საპრეზიდენტო არჩევნების ანთოლოგია

თბილისი (BPI) – პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები საქართველოში 1919 წლის თებერვალში ჩატარდა. მოსახლეობამ აირჩია საქართველოს დამფუძნებელი კრება.

არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, პარტიული სიების მიხედვით ჩატარდა. მასში 15 პარტია მონაწილეობდა.

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა. კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

1991 წლის 14 აპრილს საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოიღეს. ამ დროისთვის, უზენაეს საბჭოს უკვე გამოცხადებული ჰქონდა საქართველოს დამოუკიდებლობა. არჩევნები კონკურენტული არ ყოფილა, კამპანიის უპირობო ლიდერი უზენაესი საბჭოს თავჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიიღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობა. არჩეული კი ის კანდიდატი იქნებოდა, რომელიც  არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერას მიიღებდა. არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია კომუნისტური პარტიის წარმომადგენელს.

1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს არჩევნები იყო პირველი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ.

პრეზიდენტის არჩევნები ტარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლებოდა, თუ მასში მონაწილეობას მიი­ღებდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის,უმრავლესობა. არჩეულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებდა არჩევნებში მონაწი­ლეთა 50%-ზე მეტის მხარდაჭერას.

2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს იყო რიგით მეორე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ. გაიმარჯვა კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომლის მთავარი კონკურენტიც წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. მათ გარდა, არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობდა.

არჩევნებს ვარდების რევოლუციას მოჰყვა. 2003 წლის არჩევნების შემდეგ გაყალბებულმა შედეგებმა მოსახლეობის ხანგრძლივი პროტესტი გამოიწვია, რომლის შედეგადაც  გადადგა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. თავის მხრივ უზენაესმა სასამართლომ გააუქმა არჩევნების შედეგები – უფრო კონკრეტულად, მისი პროპორციული ნაწილი, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები კი ძალაში დატოვა.

ხელახალი არჩევნების ორგანიზებამდე, 1999 წლის მოწვევის მანდატი მოქმედებდა.

არჩევნები დაინიშნა 2004 წლის 28 მარტს. გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იგი მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდა.

2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს იყო პირველი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში. არჩევნები2004 წლის 4 იანვარს ჩატარდა. მიხეილ სააკაშვილს 5 კონკურენტი ყავდა, თუმცა შედეგები იოლი საწინასწარმეტყველები იყო – არჩევნები ვარდების რევოლუციის ლიდერის გამარჯვებით დამთავრდა – სააკაშვილმა ხმათა თითქმის 97% მიიღო.ქართველი ხალხის მიერ “ვარდების რევოლუციით” დაწყებული  ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებით დასრულდა

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა – მანდატის განახლების მიზნით. სააკაშვილმა თანამდებობა ნოემბრის ბოლოს დატოვა, მორიგი რიგგარეშე არჩევნები კი 5 იანვარს ჩატარდა. სააკაშვილის მთავარი და წონიანი კონკურენტი ლევან გაჩეჩილაძე იყო, რომელმაც დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმა მიიღო, არჩევნებში მონაწილეობდა არკადი (ბადრი) პატარკაციშვილიც, რომლის მხარდაჭერაც დაახლოებით 140 ათას ხმაში გამოიხატა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა ორრჯერ და ჯამში ის საქართველოს პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში.

2013 წელს კი მიხეილ სააკაშვილი მშვიდობიანი არჩევნების გზით შეცვალა რიგით მე-4 პრეზიდენტმა.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელობით უჩვეულო იყო. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიკვეცა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ამან განაპირობა თვისებრივად განსხვავებული საარჩევნო კამპანიაც და წინა საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი აქტივობაც.

გიორგი მარგველაშვილი 2013 იყო საქართველოს პრეზიდენტი,რომლის საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება 2018 წელს და ის იქნება ბოლო პრეზიდენტი რომელიც ხალხის მიერ იქნა არჩეული.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

ეს არჩევნები სხვა დანარჩენი არჩევნებისაგან განსხვავდება,იმ ფაქტითაც რომ საქართველო ირჩევს ბოლო პრეზიდენტს.

ახალი კონსტიტუციის თანახმად ამიერიდან პრეზიდენტს დანიშნავს პარლამენტი და ის არიქნება ხალხის მიერ არჩეული.

2018 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგად პირველ ტურში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული.

არჩევნებზე წარმოდგენილი იყო 25 საპრეზიდენტო კანდიდატი.

მეორე ტურში კი გავიდა ორი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილმი რომელმაც ხმების 38,66% მიიღო, “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი – 37.7%.

არჩევნებზე მონაწილეობა კი მიიღო მოსახლეობის 43.74% მიიღო.

2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ, ამასთან, გამონაკლისის სახით, 6 წლით. 2024 წელს, მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუცია ძალაში შევა და საპარლამენტო არჩევნებიც განახლებული სისტემით ჩატარდება, პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შემდგარი კომისია აირჩევს, რომელთაგანაც 150 წევრი დეპუტატი იქნება, დანარჩენი 150 კი – აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენელი.

წყარო

სალომე თითმერია, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მკაცრი შუალედური რეზოლუცია მიიღო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე განიხილა – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) (ე.წ. …