ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლადდანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა.

პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში – პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …