თბილისი (BPI) – Ryanair-ი ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით იფრენს.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ავიაკომპანიასთან დიდი ალბათობით ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება.
როდიდან შემოვა კომპანია საქართველოს ავიაბაზარზე ამასთან დაკავშირებით ჩოგოვაძე წინასწარ არ საუბრობს. “წინასწარ საუბარი არა მიზანშეწონილად მიმაჩნია და ამის დაანონსება ნაადრევია. მიმდინარეობს მოლაპარაკება რომ რამდენიმე რეისით შემოვიდეს. დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
ჩოგოვაძე აღნიშნავს, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი რამდენიმე თვის წინ უშუალოდ პრემიერმინისტრის დავალებით დაიწყო, რომელიც გულისხმობს მოლაპარაკებების ახალ ფაზას და ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია.