RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

1 ლანჩხუთი 01.04.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
2 ადიგენი 04.04.2022 თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
3 ლენტეხი 04.04.2022 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
4 ასპინძა 05.04.2022 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
5 ხონი 05.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
6 ნინოწმინდა 06.04.2022 პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
7 ვანი 06.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
8 ბაღდათი 07.04.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
9 გურჯაანი 11.04.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
10 აბაშა 11.04.2022 ჯორჯიკიას ქ. N 3, “ლიბერთი ბანკი”-ს წინ 10:00-17:00
11 ახმეტა 12.04.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
12 მარტვილი 12.04.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
13 ყვარელი 13.04.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
14 დუშეთი 14.04.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
15 ამბროლაური 15.04.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
16 ყაზბეგი 15.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 კასპი 18.04.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
18 საჩხერე 18.04.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
19 ქარელი 19.04.2022 თამარ მეფის ქ. N 48, “ლიბერთი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
20 ცაგერი 19.04.2022 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
21 მარტყოფი 20.04.2022 მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
22 ტყიბული 20.04.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
23 ონი 21.04.2022 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
24 დმანისი 27.04.2022 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
25 თეთრიწყარო 28.04.2022 თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
26 ამბროლაური 28.04.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
27 ყაზბეგი 29.04.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00

 

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …