საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე არ დარჩება – კომპანია

სს საქართველოს რკინიგზა 13 მარტს ტელეკომპანია ,,პირველი”-ს საინფორმაციო გადაცემაში რელსების ტენდერთან დაკავშირებით გაშუქებულ საკითხს ეხმაურება. კომპანიის ინფორმაციით,
ტენდერი შედგა და ხელშეკრულება საქართველოს რკინიგზამ კომპანია ,,უნი 2″-თან 2021 წლის, სექტემბრის დასაწყისში გააფორმა.

“დოკუმენტის თანახმად, შესასყიდად მოთხოვნილი პროდუქციის მოწოდება უნდა განხორციელდეს 450 დღის ვადაში. ტენდერი ორი წლის მარაგს ითვალისწინებს. პროდუქციის მოწოდება გეგმის მიხედვით ხორციელდება. დღეის მდგომარეობით, რელსების ჯამური რაოდენობის 65% კომპანიას რკინიგზისთვის უკვე მოწოდებული აქვს. მომწოდებელ კომპანიას რაიმე სახის შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებას ვერ ასრულებს, საქართველოს რკინიგზაში არ გაუკეთებია. ასეც რომ მოხდეს და მომწოდებელმა კომპანიამ დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები, ამოქმედდება საბანკო გარანტია და გამოცხადდება ახალი ტენდერი. კომპანიაში არანაირი საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რკინიგზა რელსების გარეშე დარჩეს ამ ეტაპზე არ არსებობს”, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორთან ერთად განვაგრძოთ მსჯელობა საწვავზე ფასების შემცირების  შესაძლებლობისთვის – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საწვავის …