პასპორტის მსოფლიო ინდექსში საქართველო კვლავინდებურად 39-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – პასპორტის მსოფლიო ინდექსში 2019 საქართველო 39-ე ადგილზეა. ქვეყანამ პოზიციის შენარჩუნება შეძლო.

passportindex 2019-ის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა უვიზოდ 74 ქვეყანაში შეუძლიათ, ვიზის საზღვარზე მიღება 41 არის შესაძლებელი, 84 ქვეყანაში კი ვიზა მოითხოვება.

რეიტინგში პირველი არაბთა გაერთიანებული საემიროებია. მოგზაურობა არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისთვის უვიზოდ 113 ქვეყანაშია დაშვებული, 54 ქვეყანაში ვიზა საზღვარზე გაიცემა, 31 ქვეყანაში შესასვლელად კი ვიზა მოითხოვება.

მეორე ადგილზე გერმანიაა, რომლის მოქალაქეებს ყველაზე მეტ 126 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი, რომელშიც საქართველოს პოზიცია ერთით გაუარესდა და 51-ე ადგილზეა. 2018 წელს ის 50-ე ადგილზე იყო.


შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის …