პასპორტის მსოფლიო ინდექსის რეიტინგში საქართველო 51-ე ადგილზეა

თბილისი (BPI) – საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში 51-ე ადგილზეა, – მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ი აქვეყნებს.

საქართველოს მაჩვენებელი წინა ანგარიშთან შედარებით 1 საფეხურით არის გაუარესებული, რამდენედაც საქართველო 50-ე პოზიციას იკავებდა.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 114 ქვეყანაში შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს რეიტინგში 68-ე ადგილი ეკავა, რეიტინგში ასეთი მკვეთრი გაუმჯობესება სავიზო რეჟიმის გამარტივებას უკავშირდება.

Henley&Partners-ის რეიტინგში პირველ ადგილზე იაპონიაა, მეორეზე სინგაპური, მესამე ადგილს კი გერმანია, საფრანგეთი და სამხრეთ კორეა ინაწილებს. ამ ქვეყნების მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით შესაბამისად, 190, 189 და 188 ქვეყანაში შეუძლიათ. 

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიურ ინდექსს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს მოიცავს და აანალიზებს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …