MAN-ის 10-მეტრიანი ავტობუსები დღეიდან N85 და N95 მარშრუტებზე იმოძრავებენ

თბილისი (BPI) – MAN-ის მარკის ახალი, 10-მეტრიანი მუნიციპალური ავტობუსები N85 და N95 მარშრუტების მგზავრებს დღეიდან მოემსახურებიან. მწვანე ფერის 50 ავტობუსი ხუთ მარშრუტზე, მათ შორის, მუხიანის დასახლების, ვარკეთილისა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით გადანაწილდა.

თბილისის მერიის შეძენილი 90 ავტობუსიდან, 50 უკვე ქალაქშია და თბილისის მოსახლეობას დღეიდან მოემსახურება. დარჩენილი 40, ათმეტრიანი ავტობუსი ერთ თვეში ჩამოვა.

გარდა ამისა, 220 ერთეული, ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსები წლის ბოლომდე უნდა შემოვიდეს. ისინიც ევრო 6 ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებია.

“უკვე ვიწყებთ მუშაობას დამატებით, 200 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე, რომელთაგანაც 100 – გაზზე მომუშავე იქნება, ხოლო 100 – ელექტრო. ამ ყველაფრის შედეგად, არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლებას შეძლებთ, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. შესაბამისად, საჭიროა სიახლე, მეტი კომფორტი, რათა მოქალაქეებმა გადაადგილება უპრობლემოდ შეძლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისისთვის 90-ვე ავტობუსის მიწოდების შემდეგ, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსები ასევე, N3, N15, N33, N54 და N79 მარშრუტებზე გადანაწილდებიან.

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …