m²-მა $30 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა

თბილისი (BPI) – m²-მა $30 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა.

სამწლიანი ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 7.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს, რომლის გადახდაც ყოველ კვარტალში ერთხელ მოხდება.

კომპანიის ცნობით, m²-ი მომხმარებელს ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფინანსური სახსრები ობლიგაციებში.

m²-ის მფლობელობაში არსებული პორტფელი მოიცავს კომერციულ, საოფისე და სასაწყობე ფართებს.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …