ლაგოდეხსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

თბილისი (BPI) – საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ლაგოდეხი“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.ნ-ს, ტ.ნ-ს, გ.ნ-ს, გ.მ-ს, ჯ.ტ-ს, გ.ვ-სა და ნ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 5,540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და  თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …