Iveria Inn-ს 100 ახალი ნომერი დაემატა

თბილისი (BPI) – თბილისში მდებარე სასტუმრო „ივერია ინნ“-ს ასი ახალი ნომერი დაემატა. „ინნ გრუპში“ შემავალი ერთ-ერთ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო 4 წლის წინ გაიხსნა და მოიცავდა 71 ოთახს.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით,  ჯავშნების გაზრდის გამო,  ერთ წელიწადში ნომრების რაოდენობა გაიზარდა 95-მდე, თუმცა ეს რაოდენობაც არასაკმარისი აღმოჩნდა და 2019 წლის იანვრიდან დაიწყო სასტუმროს დამატებითი ნაწილის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე „ივერია ინნ“ სტუმრებს სთავაზობს 195 ნომერს, ასევე მაღალი დონის საკონფერენციო და შეხვედრების დარბაზებს, დასასვენებელ და ლაუნჯ-სარესტორნო სივრცეებს. სასტუმროს დამატებითი ნაწილის მშენებლობაში 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ნათია თურნავამ ტურიზმის დარგის მნიშვნელობასა და მისი ხელშეწყობის სამთავრობო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი, პერსპექტიული სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის და შესაბამისად, ტრადიციული ბაზრების შენარჩუნებასთან ერთად, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, რუსეთიდან ჩამომსვლელ ვიზიტორებს,  ასევე მოგზაურთა წილის ზრდას ევროპიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა რეგიონებიდან.

„ის ფაქტი, რომ, პრაქტიკულად, გაორმაგდა სასტუმრო „ივერია ინნ“-ის შესაძლებლობები და მმართველ კომპანიას ასევე აქვს გაფართოების გეგმები, მათ შორის გუდაურსა და ბაკურიანში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტურიზმის მნიშვნელობას და კერძო სექტორის როლს ამ პროცესში. სასიხარულოა, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო „ივერია ინნ“-მა წელს  განახორციელა დამატებითი ინვესტიცია და ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტებს. ვისურვებდი, რომ ამ სასტუმროს პოტენციურ სტუმრებს შორის ყველა ქვეყანა იყოს წარმოდგენილი, იქნება ეს რუსი ტურისტი,  ევროპელი თუ აზიელი.   ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ – განაცხადა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …