დაწყებულია და გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი – ლექვინაძე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წელს ანგარიში მოისმინეს. 2021 წლის ანგარიში დეპუტატებს სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გააცნო. ირაკლი ლექვინაძემ საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებულ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება,  მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა განხორციელებამაც დადებითი ასახვა ჰპოვა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და შედეგებზე,

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა  2021 წელს ჩატარებული 5 მოკვლევის პროცესზე, რაც მომხმარებლების საჩივრის საფუძველზე კონკრეტული საგამოძიებო პროცესის წარმოებას ნიშნავს.

მან ასევე ისაუბრა  ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგისა და გაცემული რეკომენდაციების შესახებ, რომელთა დანერგვამ მომხმარებლებს უფრო ნაკლები დანახარჯების პირობებში მეტი არჩევანის საშუალება უნდა მისცეს.

„მოხარულები ვართ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ რეკომენდაციების დანერგვის მიმართულებით“, – აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი განცხადებით, დაწყებულია და გრძელდება საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგი, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად წარუდგენენ ანგარიშს.

„გასული წლების გამოწვევების მნიშვნელოვანი ნაწილი დაძლეულია. ახალი 2022 წლის მთავარი მიზანი ისევ ჩვენი უწყების ნდობის, რეპუტაციის კიდევ უფრო განმტკიცება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქციის ეფექტიანი აღსრულება იქნება. ჩვენი უწყება წელსაც მზად არის მიიღოს საჭირო, სასარგებლო და, რაც მთავარია, სამართლიანი გადაწყვეტილებები ბიზნესის და მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წლიური ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განსახილველად განხილვას.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …