IMF-ი საქართველოს პროგნოზს აუარესებს – 2021 წელს ინფლაცია 9.3%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს, მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა და განაaხლა რიგი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზები, მათ შორის საქართველოსი.

კერძოდ, IMF-ის განახლებული პროგნოზით, საქართველოში საშუალო ინფლაცია 2021 წელს 9.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს 5.4%-ით, 2023 წელს კი სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 3.04%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება პერიოდის ბოლოს, სავალუტო ფონდი 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 13.05%-იან ზრდას ელის, 2022 წლის ბოლოსთვის 3.18%-იან, ხოლო 2023 წლის ბოლოსთვის კი 3%-იან სამომხმარებლო ფასების ზრდას ელის.

სავალუტო ფონდმა ინფლაციური მოლოდინები მიმდინარე წლის ივლისშიც გააუარესა.

ფონდი ივლისამდე საქართველოში 2021 წელს საშუალოდ 3.8%-იან ინფლაციას პროგნოზირებდა, ივლისის ანგარიშით კი საშუალო ინფლაციის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა, 2021 წლის ბოლოსთვის კი 9.4%-ს პროგნოზირებდა.

წელს, წლიური ინფლაციის პიკი აგვისტოში დაფიქსირდა, 12.8%-ის ოდენობით, სექტემბერში კი მაჩვენებელი მცირედით, 0.5პ.პ-ით შემცირდა. იანვარ-სექტემბერში კი საშუალო ინფლაციამ (y.y) 8.4% შეადგინა.  (წყარო:GBC)

შემთხვევითი სიახლე

გაძვირებულ ვალს მთავრობა ბიუჯეტიდან, მომხმარებელი კი ჯიბიდან გადაიხდის

მთავრობა საგარეო ვალზე უარს ამბობს. სამაგიეროდ  საშიანოს ზრდის.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტით  სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების …