IATA-მ დაასახელა ქვეყნები, რომლის მაცხოვრებლებიც ყველაზე ხშირად გადაადგილდებიან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით

თბილისი (BPI) – დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და ჩინეთის მოქალაქეები საზღვარგარეთ მოგზაურობისას ყველაზე ხშირად ავია ტრანსპორტით გადაადგილდებიან. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2018 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია რომ 2018 წელს საერთაშორისო ავიარეისებით 126.2 მლნ-მა ბრიტანელმა ისარგებლა, რაც საერთო მსოფლიოს მგზავრთნაკადის  8.6%-ს შეადგენს.

IATA-ს რეიტინგში მეორე ადგილზეა ამერიკელი ავიამგზავრები. 2018 წელს საერთაშორისო ავიარეისებით 115.5 მლნ-მა ამერიკელმა ისარგებლა, რაც მსოფლიოს მგზავრთნაკადის 7.6%-ია. მესამე ადგილზეა ჩინეთის მაცხოვრებლები (97 მლნ – 6,6%).

TOP-5-შია ასევე, გერმანიის (94.3 მლნ) და საფრანგეთის (59.8 მლნ) მაცხოვრებლები.

IATA-ს მონაცემებითვე, ავიამგზავრების რაოდენობა მსოფლიოში გაიზარდა. 2018 წელს მსოფლიოს ავიაკომპანიები 4.4 მლრდ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 6.9%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …