HUAWEI P30 სერია თამაშის ახალ წესებს ადგენს – 10 მლნ გაყიდული ერთეული წარდგენიდან 85 დღეში

თბილისი (BPI) – HUAWEI P30 სერია ახალ რეკორდებს ამყარებს – უახლესმა მოდელებმა კომპანიის გაყიდვების ისტორიაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და წარდგენიდან სულ რაღაც 85 დღეში გაყიდვების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმარციას ადასტურებენ  HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფშიც. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ წინა რეკორდი 62 დღით გააუმჯობესა.   

„10 მილიონი გაყიდული ერთეული წარდგენიდან 85 დღეში“ – ამის შესახებ MWC-ს შანხაის გლობალურ სამიტზე, HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტმა, გაყიდვების ხაზის მიმართულებით, კევინ ჰომ  განაცხადა:  „იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა 2018 წელს, P20 სერიის გაყიდვების მოცულობამ 10 მილიონს  გამოშვებიდან 147 დღეში, მიაღწია. წელს კი, ამ შთამბეჭდავი ციფრის მისაღწევად 62 დღით ნაკლები დაგვჭირდა“.

HUAWEI -ს უწყვეტი ინოვაციების წყალობით, P30 სერია მომხმარებლებს კიდევ უფრო შთამბეჭდავ შესაძლებლობებს სთავაზობს –  ულტრამგრძნობიარე, ლეიკასთან ერთად შექმნილი 4 ძირითადი კამერა, 10x ჰიბრიდული ზუმი, ულტრა-გამძლე ელემენტი და ფერების სრულიად ახალი არჩევანი. წამყვანმა საერთაშორისო მედიამ P30 სერიას  „2019 წლის საუკეთესო კამერაფონის“ წოდება მიანიჭა.

კომპანიის მონაცემით,ბოლო წლების მანძილზე,  HUAWEI -მ 480 მილიარდ ჩინურ იენზე მეტი ინვესტიცია ჩადო ტექნოლოგიურ განვითარებაში და პარტნიორობაში, როგორც პროგრამულ ისე ტექნიკურ მომწოდებლებთან. სწორედ ამ მიდგომებმა გახადეს HUAWEI ერთ-ერთი წამყვანი კომპანია ახალი ტექნოლოგიებისა და სმარტფონების ინდუსტრიაში.

HUAWEI -ში მიაჩნიათ, რომ უწყვეტი ინოვაცია, და ამ მიმართულებით ინვესტირება, კიდევ უფრო განავითარებს მათ პროდუქტებს და მისცემს საშუალებას მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლის ლოიალობაზეც.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი უკვე 2,9738 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9738 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ …