HUAWEI FreeBuds 3 გლობალური ტექნოლოგიური მედიისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა

თბილისი (BPI) – IFA 2019-ზე კომპანია HUAWEI-მ 11 ჯილდო აიღო და ამით კიდევ ერთხელ გაიმყარა ლიდერი კომპანიის იმიჯი.  ბერლინში გამართულ ღონისძებაზე  HUAWEI, როგორც ყოველთვის, ინოვაციური პროდუქტებით წარსდგა და სამომხმარებლო ტექნოლოგიების სფეროში მომუშვე, გლობალური, მედიის ყურადღებაც მიიპრყო.

ექსპერტთა განმარტებით, ყველა ის პროდუქტი, რომელმაც IFA 2019-ზე სხვადასხვა სახის ჯილდო დაიმსახურა, გამოირჩევა ადამიანებზე ორიენტირებული დიზაინის ფილოსოფიით  და უზრუნველყოფეს შეუფერხებელ კავშირს, მაღალი ხარისხის თანხლებით.

IFA 2019-ზე წარდგენილი „საუკეთესო პროდუქტის“ ჯილდო კომპანია HUAWEI-ს უახლეს, უსადენო ყურასმენებს ერგო. ფლაგანური HUAWEI FreeBuds 3  გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და მრგვალი კორპუსით, რომელიც იმეორებს რა ყურის ფორმებს,  კომფორტულად ერგება მას და მომხმარებელს საუკეთესო ჟღერადობას სთავაზობს. ყურსასმენი წარმოდგენილია შავ და თეთრ ფერში. HUAWEI FreeBuds 3 მომხმარებლებს სთავაზობს სმარტფონთან  სწრაფად დაკავშირების შესაძლებლობას და ხმის შთამბეჭდავ ხარისხს. გარდა ამისა  FreeBuds 3  არის მსოფლიოში პირველი უსადენო ყურსასმენი, რომელიც აღჭურვილია გარედან შემომავალი  ხმის ჭკვიანი და ეფექტრუი დამხშობი სისტემით.

„IFA 2019-ზე წარდგენილი საუკეთესო პროდუქტის“ ჯილდო  HUAWEI FreeBuds 3-ს ისეთი ტექნოლოგიური გამოცემებისგან ერგო, როგორიცაა: Android Authority, Android Headlines, Gadget Match, Gear Diary, GEEKSPIN, SoundGuys, Popular Mechanics, Stuff-, TalkAndroid, TechAdvisor და SlashGear

საბოლოო ჯამში, გლობალური ტექნოლოგიური მედიის შეფასებით FreeBuds 3 არის საუკეთესო ხარისხის მქონე აუდიო მოწყობილობა, განსაკუთრებული ხმის აქტიური დამხშობი სისტემით და ინოვაციური თავისი თანამედროვე ქეისით, რომელსაც შეუძლია უზრუნვეყოს 20 საათიანი დამუხტვა.

შეგახსენებთ, რომ IFA 2019-ზე კომპანია HUAWEI-მ ინოვაციური, 5G ტექნოლოგიის მქონე, 7 ნანომეტრიანი  Kirin 990, ხმაურის აქტიური დახშობის ფუნქციის მქონე ყურსასმენი HUAWEI FreeBuds 3, ახალი HUAWEI P30 Pro და მაღალსიჩქარიანი WiFi Q2 Pro როუტერი წარდგინა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

1 დოლარი 2.9573 ლარი ღირს

თბილისი (BPI) – 5 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი უცვლელი დარჩა და 2.9573 ლარი შეადგინა. …