საქართველოს რკინიგზამ AFD-გან 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო

საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. ტექნიკური დახმარების მიზანი – სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა. საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში – სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია. ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის – მოძრავი შემადგენლობისთვის). დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია, რომელიც ივნისამდე დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით  პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ  საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …