პარლამენტმა „გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილები მესამე, საბოლოო მოსმენით 80 ხმით მიიღო.

კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტით შექმნილ და აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის უფლება ენიჭება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ მგალობლიშვილმა წარადგინა.

„ეს პროექტი ძალიან წაადგება აჭარის მთავრობის მიერ დასაქმებისა და ახალგაზრდული პროექტებით განსახორციელებელ სამთავრობო პროგრამებს და მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ეფექტურობას”, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი …