მთავარი ეკონომიკური მოვლენები 13 მაისის დილისათვის

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

განვითარებადი ქვეყნების რისკი

გეორგიევა ტვიტერზე: კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს: მჭიდრო სავაჭრო და ფინანსური კავშირების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმზე დამოკიდებულების და გაცვლითი კურსის ზეწოლის გათვალისწინებით.

WB: სასაქონლო ბაზრების ძირითადი ტრანსფორმაცია მომდინარეობს COVID-19-ის, უკრაინის ომისა და კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეების შედეგად. ეს, სავარაუდოდ, ღრმა გავლენას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.

WB: 2022 წელს ფულადი გზავნილები 4,2%-ით გაიზრდება და 630 მილიარდ დოლარს შეადგენს უკრაინაში რეკორდული ნაკადების გამო.

რუსეთი და ევროკავშირი

BI: ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა რუსეთს მისი მიმდინარე ანგარიშის მოცულობის $96 მილიარდამდე გაზრდაში ეხმარება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  ბოლო 28 წლის განმავლობაში.

BI: ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი სავარაუდოდ რეცესიაში შევა, თუ რუსული გაზი შეწყდება ან თუ მიწოდება მზარდი ფასებით გაგრძელდება.

აშშ-ის ეკონომიკა

BI: Fed-მა „შეცდომა“ დაუშვა – ძალიან გვიან დაიწყო ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

FT: ბაიდენის ადმინისტრაცია განაახლებს კუბელებისთვის სავიზო პროგრამას და დაუშვებს უფრო მეტ ფრენებს და ვიზიტებს კუნძულზე, რაც შეარბილებს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფრო მკაცრ ხაზს კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ერთწლიანი მიმოხილვის შემდეგ, სადაც ეკონომიკა შემცირდა კორონავირუსის პანდემიის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რამაც კუბიდან აშშ–ში მიგრაციის ნახტომისებრი ზრდა გამოიწვია.

პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: ექვსი თვის წინ მე ხელი მოვაწერე ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურის კანონს და ჩვენ მივიღეთ უფლება ვიმუშაოთ უკეთესი ამერიკის მშენებლობაზე. ჩვენ გამოვაცხადეთ $110 მილიარდზე მეტი დაფინანსება 50-ვე შტატში პროექტებისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიზნით.

CNN Nightcup: ჩინეთის ჩაკეტვა დიდ ზარალს აყენებს მის ეკონომიკას. სამრეწველო წარმოება გასულ თვეში 2,9%-ით დაეცა – ეს არის ყველაზე უარესი კლება 2020 წლის თებერვლის შემდეგ.

Reuters: ოქროს ფასი 31 იანვრის შემდეგ ყველაზე დაბლა დაეცა, რადგან ძლიერი დოლარის ბალანსზე მოთხოვნილება მანამდე არსებულ რეალობას არღვევს.

სასურსათო უსაფრთხოება

FT: ინდოეთის ხორბლის ექსპორტის აკრძალვამ  ბაზრებზე ხორბლის ფასი შეარყია. ორშაბათს ფასების მაქსიმალური ოდენობით გაიზარდა დაფიქსირდა.

FT: სასურსათო დაუცველობის კრიზისი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ენერგეტიკა!  მთავრობები ხარჯავენ დიდ დროსა და რესურსებს, რათა შეამსუბუქონ ენერგიის მზარდი ღირებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, თუმცა ომმა შექმნა კიდევ უფრო დიდი კრიზისის საფუძველი, რომელსაც ჯერ თითქოს იგივე ყურადღება არ ექცევა: ეს არის  გლობალური სურსათის დეფიციტი.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …