Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი გაუზარდა

თბილისი (BPI) – სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რკინიგზას რეიტინგი “B+”- დან “BB-” დონემდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“.

ცვლილება საქართველოს სუვერენული რეიტინგის  „BB“ -მდე ზრდამ განაპირობა.

Fitch-ის პროგნოზით, 2019-2022 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ საოპერაციო მაჩვენებლები და ფულადი ნაკადების გენერირება დასტაბილურდება.  EBITDA 2018 წელს 170 მლნ ლარი იქნება, 2022 წლისთვის კი, 220- 240 მლნ ლარს მიაღწევს. 

შემთხვევითი სიახლე

როგორ გავზარდოთ Wi-Fi-ის სიჩქარე უფასოდ: ექსპერტების 5 რჩევა

ინტერნეტის ნელი სიჩქარე ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, იქნება ეს სტრიმინგის ყურება თუ ონლაინ …