Fitch-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი გააუმჯობესა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი “BB-“ – დან „BB/სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

ფონდის შეფასებით, სახელმწიფოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის რეიტინგის ზრდა ინვესტორებისთვის სერიოზული სიგნალია და ფონდთან თანამშრომლობა პოტენციური პარტნიორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება.

Fitch-ის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნირო ფონდის“ როლის შესახებ.  კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიც არის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი.

ანგარიშის მიხედვით, კერძო და სახლმწიფო ფონდების ოპერირების ნაწილში „საპარტნიორო ფონდის“ სტრუქტურა, მენეჯმენტი და ოპერირების არეალი დადებითად არის შეფასებული. Fitch-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი უტოლდება.

შემთხვევითი სიახლე

როგორ გავზარდოთ Wi-Fi-ის სიჩქარე უფასოდ: ექსპერტების 5 რჩევა

ინტერნეტის ნელი სიჩქარე ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა ნებისმიერი მომხმარებლისთვის, იქნება ეს სტრიმინგის ყურება თუ ონლაინ …