თბილისი (BPI) – Fitch-მა ოთხ ქართულ ბანკს რეიტინგი დაუდასტურა.
სარეიტინგო სააგენტომ თიბისი ბანკის რეიტინგი BB მინუსზე დაადასტურა, საქართველოს ბანკის რეიტინგის პროგნოზი კი პოზიტიურიდან სტაბილურამდე შეამცირა.
ლიბერთი ბანკის რეიტინგი B+ დონეზეა, პროკრედიტ ბანკის კი, BB პლიუსზე.
როგორც სააგენტო განმარტავს, თიბისისა და საქართველოს ბანკისთვის რეიტინგის პროგნოზის ცვლილება ასახავს Fitch –ის შეხედულებას, რომ რჩება რისკები, რომელიც დაკავშირებულია დაკრედიტების სწრად ზრდასა და უცხოურ ვალუტაში კრედიტების დიდ წილთან.
რეიტინგი ასახავს 4-ვე ბანკის საიმედო ფინანსურ მაჩვენებლებს, აქტივების ხარისხის და ადეკვატურ კაპიტალიაზაციას.
“ბიზნესკონტრაქტი”