„DCFTA-მ ახალი შესაძლებლობები გააჩინა, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება ქართული კომპანიებისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა“

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში ,,შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა შესთავაზა“ .

როგორც კონფერენციის მსვლელობისას პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, ახალი შესაძლებლობები გააჩინა, თუმცა ეს გზა არ არის მარტივი და ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება ქართული კომპანიებისთვის გამოწვევას წარმოადგენს.

,,გამოწვევების დასაძლევად პალატა არაერთ პროექტს და აქტივობას ახორციელებს ქართველი მეწარმეებისთვის, როგორიც არის “DCFTA საინფორმაციო ცენტრები“, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, ტვინინგი, B2B შეხვედრების ჩატარება და მრავალი სხვა “- განაცხადა გიორგი პერტაიამ.

კონფერენცია რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, რუმინეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მრჩეველმა ლაზარ კომანჩესკუმ, საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ.

პანელისტებმა იმსჯელეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია-ასოცირების შეთანხმებით მიღწეული შედეგებზე. ასევე, საქართველოსა და რუმინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზეც.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. დღეიდან ერთი თვის განმავლობაში …