Citigroup-ი საქართველოს ფასიან ქაღალდებში აბანდებს

თბილისი (BPI) – ამერიკული მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი Citigroup-ი საქართველოს ფასიანი ქაღალდებით ინტერესდება.

ბანკი ასევე განიხილავს 2021 წელს საქართველოს მთავრობის ევროში დენომინირებული  ფასიანი ქაღალდების (500 მლნ ევროობლიგაციების) რეფინანსირების პროცესში ჩართვას.

დავოსში კომპანიის ვიცე-თავმჯდომარე ჯეი კოლინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე გაცხადდა, რომ  Citigroup-ი საქართველოს მთავრობასთან ერთად განიხილავს, ჩაერთოს საბიუჯეტო ხარჯების სააღრიცხვო და საანგარიშსწორებო სისტემის და საგადახდო სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაციფრულების პროცესში და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.

“განვიხილეთ ინვესტიციები და ის გზები, რომლითაც საქართველოს შეეძლება მეტი კაპიტალდაბანდების მოზიდვა. ვისაუბრეთ ასევე დაფინანსების სტრატეგიაზე და გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების დაფინანსების საკითხებზე. საერთო ჯამში ბრწყინვალე შეხვედრა იყო. გვახარებს ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება”, – აღნიშნა ჯეი კოლინსმა.

Citigroup-ის სათავო ოფისი ნიუ იორკშია და აშშ-ის უდიდეს ბანკებს შორის მესამე ადგილზეა. 200 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, 160 ქვეყანაში ოპერირებს. ჯგუფი კორპორაციებს, მთავრობებს, მომხმარებლებსა და ინსტიტუტებს ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს. წლიური შემოსავალი 73 მლრდ დოლარს აღწევს, 204 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …